logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ ილჰამ ალიევთან მიმოვიხილეთ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები - აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და გამორჩეული მეგობარი სახელმწიფოა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 14:17

 

 

ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან, მიმოვიხილეთ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დაწყებულ ტრადიციას, რომელიც ხშირი ვიზიტების ორგანიზებას უკავშირდება, მე რამდენიმე თვის წინ ვიყავით აზერბაიჯანში, ასევე თქვენ ამ დროს იმყოფებოდით საქართველოში და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ხშირი ვიზიტები ხორციელდება ჩვენს ქვეყნებს შორის. შემდეგი ვიზიტი ჩემს მიერ განხორციელდება, ალბათ რამდენი თვეში. ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ბატონ ილჰამ ალიევთან, მიმოვიხილეთ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, ჩვენს ხალხებს შორის ე ს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს დიდი წვლილი მიუძღვის ამ მეგობრობს განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner