logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: სულ არ მაქვს თავი ვუსმინო ცრუპენტელა, დემაგოგ ნაცისტებს!
- +

8 სექტემბერი. 2016. 23:45



რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:



„ამსტერდამი!

 

სულ არ მაქვს თავი ვუსმინო ცრუპენტელა, დემაგოგ ნაცისტებს! (სხვათაშორის, არშემდგარი მსოფლიო ჩემპიონის შვილმა, არშემდგარმა ივერთა ბელადმა, პუტინის ბოტოკსის არ იყოს, თვალების ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ კვლავ იმას ხედავს, რასაც ვერ ხედავდა)!

 

რესტორანში ვიჯექი და მესმოდა ახალი ჩიორა ხოშტარიას სათნოებაში გამოხვეულ კაპასი მოვაჭრე ქალწულის ხმა:

 

წყნეთში გზები ვერ გაიყვანესო! წარმოგიდგენიათ - 9 წელი წყნეთის ქუჩები ამ ნაძირლებს ფეხებზე ეკიდათ, თქვენ კი, ვაიინტელექტუალკა, ალბათ გაუბედურებულ კურორტის პაემანებზე ზღაპრულ პრინცებთან უსახელო ქუჩებში ადვილად ერკვეოდით!

 

მესმოდა, სანამ სადღეგრძელოს ვსვამდით კიდევ:

ეკონომიკა კატასტროფის უფრსკულშიაო!

 

კანადელი პურისმცხობელი, „ნობელის ლაურეატი", ეკონომიკის მინისტრად მე კი არ დავნიშნე, თქვენ გიბრძანა იმ მეტისმა სექს-ახირება რომ დაეშოშმინა!

 

ბრძანება: ქალები, ბოროტი, პარტიული ქალები სასწრაფოდ სახლში დაბრუნდნენ და შვილები გაზარდონ, თუ ამის უნარი შეუნარჩუნა ბანდიტების პარტიამ!

SIEG HEIL, AMSTERDAM!", - წერს სტურუა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner