logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი: გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ
- +

8 ოქტომბერი. 2023. 15:42

 

 

ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებების მხრივ დიდი გეგმები გვაქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დღეს ყველაფერი კეთდება, რათა სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

 

უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები, მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.

 

ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში უშველებელი მნიშვნელობის არის, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრო-აზიური კონტინენტისთვის. მზად ვართ ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ამას მოვახერხებთ” , - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner