იტალიის „სერია ა-ს“ მერვე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. გუნდის ანგარიშზე 14 ქულაა. „ფიორენტინა“ კი ასევე 14 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.