მადრიდის „რეალის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა „სამეფო კლუბის“ მაისურით კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა.
ბელინგემმა ესპანური ფეხბურთის გრანდში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მსგავსი შედეგი (13 შედეგიანი მოქმედება 10 მატჩში) ისტორიაში „რეალის“ არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.
აღნიშნული მაჩვენებლით 20 წლის მოთამაშემ კრიშტიანო რონალდოს მაჩვენებელი გააუმჯობესა. პორტუგალიელმა მადრიდელთა მაისურით პირველ 10 შეხვედრაში 10 გოლის გატანა და მხოლოდ 1 სააგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „რეალმა“ მიმდინარე წლის ზაფხულში დორტმუნდის „ბორუსიიდან“ დაიმატა.