logo_geo
eng_logo
კახი კალაძე: ვისურვებდი მრავალპარტიულ პარლამენტს...
- +

8 სექტემბერი. 2016. 23:46




„საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ განახლებულ საარჩევნო სიას წარმოვადგენდით, რაც შევასრულეთ," - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ გადაცემა 2030-ში.


"სიაში სრულიად ახალი პიროვნებები არ არიან; წარმოდგენილი არიან ძველი პარლამენტის წევრებიც. გუნდი, რომელიც პარტია  "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, შეძლებს იმ ამბიციური პროგრამის განხორციელებას, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა", - განაცხადა კალაძემ.


მისი თქმით, ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული არ იქნება.


"მე ვისურვებდი მრავალპარტიულ პარლამენტს. თუმცა, დღემდე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ეს ასე არ იქნება. ამას კატასტროფას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. მთავარია, არჩევნები თავისუფალ, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს და მოსახლეობამ თავისუფალი, სწორი არჩევანი გააკეთოს. "ქართული ოცნებადღეს ქვეყანაში ერთადერთი რეალური ძალაა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობა, მოსახლეობის მხარდაჭერით, პარლამენტში დიდი უმრავლესობით მოხვდეს", - განაცხადა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა.


კახი კალაძემ ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მართული პროცესი არ არის.


"ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ ფაქტებს მართულ პროცესს ვერ ვუწოდებ. კრიმინალური სიტუაციის მართვა არშემდგარ სახელმწიფოებში ხდება. კრიმინალი ყოველთვის იყო, არის და ალბათ, იქნება კიდეც. მეორეა, რამდენად მწვავედ ხდებოდა ადრე გაშუქება და რამდენად მწვავედ შუქდება დღეს. კრიმინალი განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც ხდება. თუმცა, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ამ მიმართულებით, კანონმდებლობის გამკაცრებაზე აუცილებლად ვიმუშავებთ", - განაცხადა კახი კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner