საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდში, მესამე მატჩი შინ ფინეთთან ჩაატარა და დამაჯერებლად ანგარიშით 5:2 გაიმარჯვა.
ელიტ რაუნდის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა სომხეთთან მოგებით დაიწყო, შემდეგ კი სტუმრად პორტუგალიასთან დამარცხდა. სამი ტურის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდს 6 ქულა აქვს, ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 ოქტომბერს, ისევ ფინეთთან, ამჯერად სტუმრად ტურკუში გამართავს.