logo_geo
eng_logo
კიტეიშვილმა გაიტანა და გუნდი გაალიდერა - „შტურმმა“ ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ დაამარცხა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 18:58

 

 

ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“ გრაცის „შტურმს“ უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის გოლით 1:2 დამარცხდა.

 

ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ალთუნაშვილმა 80 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო კიტეიშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა, რომელმაც „შტურმს“ გამარჯვება მოუტანა.

 

პირველი ტაიმი მასპინძლებისთვის უფრო წარმატებული გამოდგა – მე-40 წუთზე ამადუ დანტეს ავტოგოლით „ვოლფსბერგერმა“ ეს ნახევარი მოიგო. „შტურმმა“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო და ჯერ სარკარიას (58) გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მე-60 წუთზე კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა და გრაცის გუნდს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

 

10 ტურის შემდეგ „ვოლფსბერგერი“ 13 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-7 პოზიციაზეა, ხოლო „შტურმმა“ (24) „ზალცბურგს“ (22) გადაასწრო, რომელსაც 29-ე ტურის მატჩი გასამართი აქვს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner