logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერი: ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად და უსაფრთხოების აღსადგენად
- +

8 ოქტომბერი. 2023. 20:18

ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებში მოკლე ბრიფინგი გამართეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, პრეს-სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ ტერორისტები ღაზას სექტორში სამოქალაქო პირებს შორის იმალებიან.

 

 

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად და უსაფრთხოების აღსადგენად. ჩრდილოეთისკენ [ლიბანისკენ] სრული მზადყოფნით ვიყურებით. ვინც თავს დაგვესხა, მათ მოუწევთ ჩვენი საპასუხო შეტევის ნახვა“, - განაცხადა ჰაგარიმ.

 

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის

right_banner right_banner
არქივი
right_banner