logo_geo
eng_logo
გაეროს უშიშროების საბჭო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს
- +

8 ოქტომბერი. 2023. 20:49

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დახურულ ფორმატში იმსჯელებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

 

ტელეარხის ინფორმაციით, სხდომამდე ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი ორგანიზაციაში გილად ერდანი კოლეგებს ისრაელში არსებულ ვითარებაზე უახლეს ინფორმაციას მიაწვდის.

 

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner