"საქართველო ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ძალიან რთულ დროს," - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„დიდი მადლობა, რომ გულისტკივილი გამოხატეთ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და მამშვიდებს აქ სოლიდარობისა და მეგობრობის გამოხატვა. მაგალითად, როდესაც ვხედავ ისრაელის ფერებს ანძაზე და ძალიან ძლიერ, ნათელ განცხადებას პრემიერისგან, პრეზიდენტის მხრიდან, ყველა პარტიის მხრიდან. მრავალი კერძო გზავნილი შემომდის. საქართველო ერთიანია ისრაელის მხარდაჭერაში, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამ ძალიან რთულ დროს“, - აღნიშნა ელჩმა.