პარლამენტის წევრს, რომელსაც პლენარულ სხდომას ან კომიტეტის სხდომას დაატოვებინებენ, ხელფასიდან ხუთი პროცენტი დაუკავდება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.
დღეს მოქმედი რეგლამენტით, დეპუტატს ხელფასიდან გარკვეული პროცენტი მხოლოდ სხდომების გაცდენისთვის უკავდება. ეს ეხება როგორც პლენარულ სხდომას, ასევე კომიტეტის სხდომას.
პროექტით კი განისაზღვრება, რომ პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც შესაბამის დღეს სხდომის მიმდინარეობის პერიოდით კომიტეტის სხდომის დარბაზის ან სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა იქნება გამოყენებული, დაუკავდება შესაბამისი თვის ხელფასის 5%.