„ეს არის არასერიოზული განცხადება, ემსახურება იმას, რომ საბოტაჟი და ხელის შეშლა შემოვიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - ასე შეაფასა გიორგი ჩაკვეტაძემ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის სტატია.
„ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით EURACTIV-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.