საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მოახლოებული არცევნების შემდგომ ბევრი რამ შეიცვლება.
„არჩევნების შემდგომ ბევრი შეიცვლება, მცდელობა ერთი და ერთადერთი იქნება: რაც შეიძლება უკეთესი მენეჯმენტი, უფრო ეფექტური იყოს მთავრობის მეთაური.
ცვლილებებს კვირიკაშვილი ცენტრალურ მთავრობაში განახორციელებს და ეს აუცილებლად მოხდება",- განაცხადა რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.