logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს - თაღლითს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს, საკმაოდ რეალურია, ეს ორი სუბიექტი გაერთიანდეს
- +

9 ოქტომბერი. 2023. 12:07

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს - თაღლითს, მათ ალიანსს არანაირად გამოვრიცხავდი იმიტომ, რომ მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ და კიდევ ერთხელ - ისინი არიან აგენტურა“, - ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე, „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„არ გამოვრიცხავ თუნდაც გახარიას და ხაზარაძის ალიანსს. რასაც უფროსი დაავალებს იმას გააკეთებენ. შესაბამისად, თვალთხარია და თაღლითი ძალიან მარტივად შეიძლება გაერთიანდეს. საკმაოდ რეალურია ის, რომ ეს ორი სუბიექტი- გახარია, ხაზარაძე გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს, მთელი ამ დროის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner