„ხალხის ძალის“ დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი სერგი კაპანაძის სტატიას ეხმიანება.
„ის, რომ სერგი კაპანაძე რამდენიმე არასამთავრობოს სახელით მიმართავს ევროკავშირს, რომ საქართველოს იმ შემთხვევაში მიეცით კანდიდატის სტატუსი, თუ სააკაშვილს გაათავისუფლებენ და რუსეთს სანქციებს დაუწესებენ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ეუბნებიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
EURACTIV-ში „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით სტატია გამოქვეყნდა, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.