logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საზეიმო ღონისძიებაზე ბინები გადასცა
- +

9 ოქტომბერი. 2023. 13:16

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯარისკაცებისთვის ბინების გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

 

ქადაგიძის თქმით, ქვეყანაში შენარჩუნებული სიმშვიდე, ეკონომიკური წინსვლა ხელისუფლების დამსახურებაა და ყველა ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს ამ მონაპოვარს.

 

„უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პრემიერმა ქართველ ჯარისკაცებს საზეიმო ღონისძიებაზე ბინები გადასცა. იცით რას ნიშნავს ეს? განსაკუთრებით, იმ გლუვტვინიან „ძაან ჟურნალისტებს”, „ვითომ შუაშისტებსა” და „მინდა ობიექტური ვიყო ხალხს” მოგმართავთ, რომ ღლიცინებთ ხოლმე - „აბა ომი გვინდა?“ როდესაც მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და ასობით ათასი სამხედრო, სამოქალაქო იღუპება, ბავშვებს მძევლად იყვანენ და ოჯახებს აწიოკებენ… ამ დროს საქართველოში, პრემიერ-მინისტრი ქართველ ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ბინებს გადასცემს. განსხვავებას ხედავთ, რა მდგომარეობაა მსოფლიოში და როგორი საქართველოში?! და არავის დაგავიწყდეთ, ეს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა მოიტანა საქართველოს სწორმა საგარეო პოლიტიკამ და დიახ, მოსწონს ვინმეს თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. რა ძალისხმევა და საბოტაჟის წინააღმდეგ ბრძოლა გასწია ხელისუფლებამ, გინდა გარე და გინდა შიდა მტრის წინააღმდეგ, ვინმეს აქვს წარმოდგენა? ამიტომ, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს!“ - წერს ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner