logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გავეცი - არავითარი ელექტროენერგია, არავითარი საკვები, არავითარი საწვავი
- +

9 ოქტომბერი. 2023. 13:46

 

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, მან ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. ამის შესახებ BBC წერს.

 

„არავითარი ელექტროენერგია, არავითარი საკვები, არავითარი საწვავი“, - განაცხადა გალანტმა.

 

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner