ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თქმით, მან ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. ამის შესახებ BBC წერს.
„არავითარი ელექტროენერგია, არავითარი საკვები, არავითარი საწვავი“, - განაცხადა გალანტმა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.