logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი: „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია
- +

9 ოქტომბერი. 2023. 13:47

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარმა სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია.

 

„იაჰია სინვარი დაჯგუფების მეთაურია მკვდარია. ჰამასის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მათი მთელი ქონება, თავდასხმის ქვეშაა და განწირულია“, - განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.

 

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

 

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“, - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

 

9 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner