logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვის გადაწყვეტილებაა მიღებული, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების მცდელობები
- +

9 ოქტომბერი. 2023. 15:04

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული არჩევნების დანერგვის გადაწყვეტილებაა მიღებული, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების მცდელობები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„მიღებულია გადაწყვეტილება ელექტრონული არჩევნების დანერგვისა. იცით, რომ ეს იყო ერთი მხრივ დიდი მუშაობის შედეგი, ამავე დროს, რა თქმა უნდა, იყო საკითხი, რომ რამდენად შეძლებდა ცესკო, რომ აეწია ეს ტვირთი და ვნახეთ, რომ საბედნიეროდ, ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა, იყო ძალიან წარმატებული. ჩვენი ოპტიმისტური გათვლებით დადასტურდა, რომ ამომრჩევლების 90% შეძლებს, რომ ელექტრონულად გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რადგან ყველანაირ სპეკულაციას მოუღებს ბოლოს, რაც რადიკალური ჯგუფებიდან მოდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა იმ კითხვაზე, რაც გაგიგიათ - ბათილი ბიულეტენების რაოდენობაზე, ოქმებთან დაკავშირებით, პარალელურ დათვლებზე და ა.შ, ელექტრონულად იქნება პასუხი გაცემული. პილოტებმა სწორედ ეს აჩვენეს, რომ ამ თემებთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს [ ელექტრონული არჩევნების დანერგვის] გადაწყვეტილება მიიღო და ეს ტექნოლოგია დაინერგება, ვინაიდან ჩანს, რომ უკვე არის მცდელობები, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმების“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვრებს გარეთ არიან, ჩვეულებრივად შეეძლებათ არჩევნებში მონაწილეობა, აქ არაფერი შეცვლილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner