კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ბეტონზე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა.
სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან და ხოვლეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან თამაზ ხუციშვილთან ერთად დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ მოედანზე დაგებულია მწვანე საფარი, განთავსებულია ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარები და მოეწყობილია გარეგანათება.
სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და შპს „დანი ქონთრაქშენმა“ განახორციელა.
სპორტული მოედანი, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და დროის მიზნობრივად გამოყენებაში.