„2017 წელს დავიწყებთ კობიდან გუდაურამდე საბაგიროს მშენებლობას, რაც სტეფანწმინდის კურორტს გარდაქმნის 12 თვიან კურორტად", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობიდა და მომავალშიც დაეთმობა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, დაწყებულია მასშტაბური პროექტები, გუდაურის, ბაკურიანის, თეთნულდის და გოდერძის მიმართულებით.
„ბაკურიანში დაწყებულია 100 მილიონიანი პროექტი, კოხტა- მიტარბის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ კერძო სექტორთან ერთად, ასევე ვგეგმავთ ბიატლონის ოლიმპიური სტანდარტების ტრასის დაპროექტებას, რომლის მშენებლობაც მომავალ წელს დაიწყება. ვგეგმავთ სატრამპლიმნო სპორტის აღდგენას, და აუცილებლად ჰოკეის მოედნის მშნებლობას", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.