კვირას, 8 ოქტომბერს, ლვოვის ოლქში, ავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთმანეთს „Hyundai“ და „Audi A8“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. „Hyundai“-ს მანქანის მძღოლი, 53 წლის კიეველი ქალი ადგილზე დაიღუპა. მეორე მანქანაში, 46 წლის უცხოელი ქალი იმყოფებოდა, რომელიც „ტვ24“-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილია.
„Audi A8“-ს მარკის ავტომობილს 36 წლის ლვოველი მამაკაცი მართავდა. ის და მისი მგზავრი, რომელიც, მედიის ვარაუდით, ეკა ტყეშელაშვილია, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. სამართალდამცველები ავარიის გარემოებებს ადგენენ.