logo_geo
eng_logo
ავარია ლვოვის ოლქში მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია კიეველი ქალი, მეორე მანქანაში, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი იმყოფებოდა
- +

9 ოქტომბერი. 2023. 16:59

 

 

კვირას, 8 ოქტომბერს, ლვოვის ოლქში, ავარია მსხვერპლით დასრულდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ერთმანეთს „Hyundai“ და „Audi A8“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. „Hyundai“-ს მანქანის მძღოლი, 53 წლის კიეველი ქალი ადგილზე დაიღუპა. მეორე მანქანაში, 46 წლის უცხოელი ქალი იმყოფებოდა, რომელიც „ტვ24“-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილია.

 

„Audi A8“-ს მარკის ავტომობილს 36 წლის ლვოველი მამაკაცი მართავდა. ის და მისი მგზავრი, რომელიც, მედიის ვარაუდით, ეკა ტყეშელაშვილია, სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა. სამართალდამცველები ავარიის გარემოებებს ადგენენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner