ომი ახლო აღმოსავლეთის რეგიონს გარდაქმნის, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ რეგიონის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს შეხვედრაზე განუცხადა.
ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ნეთანიაჰუმ პოლიტიკოსები სიმტკიცისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ მომავალ ბრძოლას დრო დასჭირდება.
„ვიცი, რომ თქვენ მძიმე და საშინელი რამ გადაიტანეთ. ის, რასაც „ჰამასი" გამოცდის, იქნება მკაცრი და საშინელი - ჩვენ უკვე იმ ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, რომელიც ახლა დავიწყეთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.