logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ვიზეართან“ მიღწეული შეთანხმება ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია
- +

17 თებერვალი. 2016. 11:50

„ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის  და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს”, - ამის შესახებ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ავიაკომპანია „ვიზეარის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციას გამართეს, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „საქართველოს  აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ტურისტული და საავიაციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავიარეისებს განახორციელებს  ბერლინში, მიუნხენში,  ლარნაკაში, სოფიაში, მილანსა და დორტმუნდში კვირაში ორჯერ, ხოლო კვირაში სამჯერ - სალონიკში. შესაბამისად, ავიაკომპანია ავიარეისებს შეასრულებს საქართველოდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში.  ბილეთის ფასი 24.99 ევროდან დაიწყება.

 

 

ბაზირების და მიმართულებების დამატების შესახებ განცხადება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ  და ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა  დაგ ოლივიერმა.

 

 

 

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა   მიესალმება ევროპის ყველაზე დიდი,  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“-ის გადაწყვეტილებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნას რეგიონში პირველი ბაზა.

 

 

„ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სწორი სტრატეგიითა და მარკეტინგული აქტივობებით ყოველწლიურად იზრდება საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. საგულისხმოა, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთანაკადის ნახევარზე მეტი არის ტურისტი, რაც ცხადყოფს ამ აეროპორტის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

 

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზა ავიაკომპანიისთვის  წარმატებული  იქნება. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Wizz Air-ის პოლიტიკის მიხედვით, ბაზირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადგილობრივი კადრებით, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ბაზირება კიდევ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს უშუალოდ აეროპორტში და დამხმარე ინდუსტრიებში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

 „ჩვენ ძალიან  მოხარულები ვართ, რომ  ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არა მხოლოდ კულტურისა და ტურიზმის, არამედ ბიზნესისა და წარმოების დარგშიც. „Wizz Air“-ის მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს  როგორც საქართველოს, ასევე „Wizz Air“-ის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის რეგიონის ეკონომიური კეთილდღეობისთვის, რაც გახლდათ ავიაკომპანიის ბაზირების თანმდევი ეფექტი.  ქუთაისში ახალი ბაზის გახსნა და ახალი ავიარეისების დამატება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ“, - აღნიშნა ავიაკომპანია „Wizz Air“-ის კომუნიკაციების დირექტორმა    დაგ ოლივიერმა.

 

 

ავიაკომპანია „ვიზეარის“  ახალი მიმართულებები საქართველოდან:

 

 

მიმართულება

დღე

დაწყების თარიღი

მინიმალური ფასები*

ქუთაისი - ბერლინი

ორშაბათი, პარასკევი

23 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - მიუნხენი (მენინგემი)

ორშაბათი, პარასკევი

23 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - მილანი

ოთხშაბათი, კვირა

25 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - დორტმუნდი

ოთხშაბათი, კვირა

25 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - სალონიკი

სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი 2016

EUR 29.99

ქუთაისი - ლარნაკა

სამშაბათი,  შაბათი

24 სექტემბერი 2016

EUR 24.99

ქუთაისი - სოფია

სამშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი 2016

EUR 29.99

right_banner right_banner
არქივი
right_banner