logo_geo
eng_logo
ლია ნიკოლაიშვილი: ახლა არეულობა გვინდა ახალგაზრდობაში?!
- +

11 მარტი. 2016. 13:54


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და სტუდენტთა პროტესტს საქართველოს მშობელთა და პედაგოგთა ასოციაცია ეხმაურება. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ლია ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა, ვითარება უნდა განიმუხტოს მოლაპარაკების გზით, რაშიც  ხელისუფლების წარმომადგენელი უნდა ჩაერთოს.


„უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში უნდა ჩაერიოს ხელისუფლების წარმომადგენელი, პარლამენტიდან ან მთავრობიდან და მოაგვარონ იქ არსებული პრობლემა. ორივე მხარეს აქვს თავისი პოზიცია. რაც შეეხება გადადგომას, მე ამას არ ვემხრობი. ხომ შეიძლება მოლაპარაკებაზე წავიდნენ, დათმოს როგორც ადმინიტრაციამ, ასევე სტუდენტებმა და მიაღწიონ შეთანხმებას. ახლა არეულობა გვინდა ახალგაზრდობაში?! სანამ პროცესებს მასშტაბური სახე არ მისცემია, მანამდე უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება", - აცხადებს ნიკოლაიშვილი.


შეგახსენებთ, რომ დღეს თსუ-ში, სტუდენტების აქციის გამო, კანცლერის არჩევნები გადაიდო. კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილია.


„კანცლერის კანდიდატურა სტუდენტური საზოგადოებისა და აკადემიური წრის დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. წინა ხელისუფლების დროს, როცა სტუდენტებს განსხვავებული მოსაზრებების გამო სცემდნენ და დევნიდნენ, ხოლო პროფესორებს აძევებდნენ, გიორგი გაფრინდაშვილი თვითმმართველობაში ერთ-ერთი ფაკულტეტის პრეზიდენტი იყო. როცა თვითმმართველობის წევრები სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გიორგი გაფრინდაშვილმა ნაცემი სტუდენტების მიმართ გულგრილობა გამოიჩინა", - აცხადებენ სტუდენტები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner