თბილისის მერია დედაქალაქში ძლიერ ქართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. ხეების წაქცევის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა სხვადასხვა ლოკაციაზე, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. ადგილი ჰქონდა კედლის ჩამოშლის ფაქტს მარიჯანის ქუჩაზე. ძლიერმა ქარმა ძირითადად საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.
თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.
საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222“, - წერია განცხადებაში.