logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
- +

9 ოქტომბერი. 2023. 21:27

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ 2023 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის შესახებ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაში, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები, გასული 9 თვის სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო გეგმები წარადგინა.

 

 

მიხეილ სარჯველაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დადებითად შეაფასა ბოლო პერიოდში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიღწევები. მან, ასევე, ხაზი გაუსვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ აღნიშნული კანონის იმპლემენტირებისთვის განსახორციელებელი საქმიანობის მნიშვნელობას ამ სფეროს განვითარებისთვის, რაც, მთლიანობაში უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში.

 

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

right_banner right_banner
არქივი
right_banner