logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: გერმანიის არჩევნებში კანცლერის პარტიის დამარცხება მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი პოლიტიკა ევროპაში მარცხს განიცდის, ეს გაგრძელდება სხვა ქვეყნებშიც
- +

9 ოქტომბერი. 2023. 21:28

"მიმდინარე და ასევე, მომავალ წელს არჩევნებია ევროპულ სახელმწიფოებში და თავად ევროკავშირშიც. თუკი არსებულ მოვლენებს მივყვებით და სხვადასხვა ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების კრიტიკას გავითვალისწინებთ დღევანდელი პოლიტიკის მიმართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანიის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიც იგივე შედეგით დასრულდება არჩევნები," -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ევროპელებში ძლიერდება ქრისტიანული ღირებულებებისადმი პატივისცემა, რომელიც თავისთავად უპირისპირდება ულტრა-ლიბერალიზმს.

 

 

ჩვენი პოლიტიკის სიმართლეში დღითიდღე მეტად რწმუნდება ქართველი ხალხი. მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ დასავლეთის დღევანდელ პოლიტიკას უპირველეს ყოვლისა, გააპროტესტებდნენ ევროპაში. რუსეთ-უკრაინის, ანუ რუსეთ-დასავლეთის ომმა ყველაზე მეტად სწორედ ევროპას დაარტყა. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაშიც ადგილობრივი მოსახლეობის მრავალათასიანი საპროტესტო აქციები ამაზე მიუთითებდნენ.

 

 

მიმდინარე და ასევე, მომავალ წელს არჩევნებია ევროპულ სახელმწიფოებში და თავად ევროკავშირშიც. თუკი არსებულ მოვლენებს მივყვებით და სხვადასხვა ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების კრიტიკას გავითვალისწინებთ დღევანდელი პოლიტიკის მიმართ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გერმანიის მსგავსად, სხვა ქვეყნებშიც იგივე შედეგით დასრულდება არჩევნები.

 

 

გერმანიაში კანცლერის პარტიის დამარცხება მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი პოლიტიკა ევროპაში მარცხს განიცდის. გერმანია ევროკავშირის ღერძი სახელმწიფოა. ეს გაგრძელდება სხვა ქვეყნებშიც. ფაქტია, თავად ევროპელებში ძლიერდება ქრისტიანული ღირებულებებისადმი პატივისცემა, რომელიც თავისთავად უპირისპირდება ულტრა-ლიბერალიზმს. ზღვარგადასული ნებისმიერი იდეოლოგია კრახს განიცდის.

 

 

ბუნებრივია, დასავლეთის დღევანდელი შეცდომებით სავსე პოლიტიკის ცვლილება ხელს არ აძლევს ქართულ ოპოზიციას, რომელთა რადიკალი მხარდამჭერები უცხოეთში ისევე გაჰყვებიან უმცირესობაში გადაყრილ საარჩევნო ბიულეტენებს, როგორც თავად საქართველოში 2024 წლის არჩევნებში.
ევროპამ კი ბევრ კატაკლიზმებს გაუძლო და მჯერა, ამასაც გაუძლებს". - წერს ჩიბურდანიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner