logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი სუს-ის გამოძიებაზე: არ გამოვრიცხავ, შეიძლება ამაში გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები
- +

10 ოქტომბერი. 2023. 10:32

 

 

ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები.

 

მისი თქმით, წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია და საჭიროა სუს-ის გამოძიების დასრულებას დაველოდოთ.

 

„არ გამოვრიცხავ, შეიძლება ამაში გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების ფარგლებში რა ნაბიჯებს გადადგამს უსაფრთხოების სამსახური. ერთი რამე ნათელია - საგამოძიებო პროცესი საქართველოში არის უმაღლესი და ევროპული სტანდარტებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner