ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები.
მისი თქმით, წინასწარ შეფასებების გაკეთება რთულია და საჭიროა სუს-ის გამოძიების დასრულებას დაველოდოთ.
„არ გამოვრიცხავ, შეიძლება ამაში გარკვეული პოლიტიკური აქტორებიც იყვნენ ჩართულები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების ფარგლებში რა ნაბიჯებს გადადგამს უსაფრთხოების სამსახური. ერთი რამე ნათელია - საგამოძიებო პროცესი საქართველოში არის უმაღლესი და ევროპული სტანდარტებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.