logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი
- +

9 სექტემბერი. 2016. 00:48



"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ, "ექსპო ჯორჯიაში" პარტიის საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია შედგა. კლიპი "ჩემი საქართველო აქ არის" გიორგი ცაბაძის ამავე სახელწოდების სიმღერაზეა გადაღებული.


"მუსიკალური კლიპი ემსახურება იმას, რომ პატარ-პატარა, დადებითი ენერგიები შეკრიბოს მარგალიტებივით და ერთ აზვირთებულ, პოზიტიურ ენერგიაში გარდაქმნას. ამ ენერგიების შეკრების გარეშე შეუძლებელია, რაიმე შედეგის მიღწევა. ჩვენ დავადასტურეთ საქმითაც და სიტყვითაც, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწოდებულია საქართველოში დაასრულოს კონფრონტაცია, დაასრულოს დაპირისპირება, გააერთიანოს ჩვენი საზოგადოებაჩვენ ნამდვილად გვინდა  ის საზოგადოება, სადაც იქნება აზრთა სხვადასხვაობა პოლემიკა, მაგრამ იქნება ცივილიზებული, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობები. სწორედ ამიტომეს კლიპი არის დაფუძნებული სიყვარულზე, ურთიერთპატივისცემაზე, ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიაშია დასავლურ ფასეულობებთან. ეს მუსიკალური კლიპი არის მშვიდ ცხოვრებაზე, სტაბილურ განვითარებაზე  და სიკეთეზე, ეს არის გუსლისხმიერებაზე და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენგანი, ყველზე კარგ სიზმარში ხედავს იმ საქართველოს, რომელსაც ახლა ყველა თქვენგანი ნახავთ", - აღნიშნა კლიპის პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner