logo_geo
eng_logo
საქართველოში პირველად, Vian Healthcare Summit გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორია SOLO
- +

10 ოქტომბერი. 2023. 11:17

 

 

SOLO ყოველდღიური ცხოვრების წესის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO ვიანის ბრენდის მიერ საქართველოში ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობისთვის გამართული „ჯანმრთელობაზე ზრუნვის საერთაშორისო სამიტის“ გენერალური სპონსორია. 

 

ღონისძიება 14-15 ოქტომბერს, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართება. სამიტი როგორც კლინიკური მედიცინის, ასევე ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და კეთილდღეობის მიმართულებებს გააერთიანებს. შეხვედრის ფარგლებში 10 ვორქშოპი გაიმართება და მსმენელის წინაშე 67 სპიკერი წარდგება. კონფერენციაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე tkt.ge

 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, პირველად საქართველოს აუდიტორიისთვის ონლაინ ლექციებს ჩაატარებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები: ნეირომეცნიერი - რობერტ საპოლსკი; ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერი - მერი ჰელენ იმორდინო იანგი; Google X-ის ყოფილი CEO - მო გაუდატი; სამიტს ეწვევა ბუნებრივი ცხოვრების წესის ქოუჩი - ტონი რიდლი. ამასთან, უცხოელ სპიკერებთან ერთად სამიტზე ისაუბრებენ დარგის ადგილობრივი სპეციალისტებიც.

 

აღსანიშნავია, რომ კლინიკური მედიცინის მიმართულებით კონფერენცია დახურულ ფორმატში, მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის ჩატარდება ონკოლოგიის, პედიატრიის, ინფექციის მართვის, ნეიროქირურგიის და რეანიმატოლოგიის მიმართულებით. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, ისრაელის, იაპონიის, შვეიცარიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბელგიის, რუმინეთის, სერბეთისა და ლიეტუვას წამყვანი ექსპერტები უახლესი სამედიცინო მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ ისაუბრებენ და დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

 

„SOLO აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ჯანსაღი ცხოვრების სტილის ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. ვიანის ბრენდთან ერთად საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების ჩამოყვანა კი ვფიქრობთ იქცევა მოტივაციად ქართული აუდიტორიისთვის, რომ უფრო დიდი ყურადღება დაუთმონ როგორც საკუთარ ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობას. სხვადასხვა ქვეყნის წამყვან კლინიკური მედიცინის პროფესიონალებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება კი არის შესაძლებლობა ადგილობრივი ექსპერტებისთვის, გაეცნონ ახალ, ინოვაციურ მიდგომებს, რომლებიც დაეხმარება მათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნავენ SOLO-ს გუნდში.

 

სამიტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner