logo_geo
eng_logo
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე, „ლიბერთიმ“ ახალგაზრდებს ფინანსური განათლების და დასაქმების პროგრამები გააცნო
- +

10 ოქტომბერი. 2023. 11:40

 

 

თბილისში, განათლების საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეუერთდა.

 

გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

 

განათლების ხელშეწყობა და მომხმარებელთა ფინანსური განათლება, „ლიბერთის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

ამ გამოფენაზე, „ლიბერთიმ“ ახალგაზრდებს ფინანსური წიგნიერების შესახებ მოქმედი პროგრამები გააცნო და ბანკში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების პროგრამები წარმოადგინა.

 

თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში ეროვნულ ბანკთან ერთად მის მიერ დაარსებული ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ (www.finedu.gov.ge), საბანკო ასოციაცია და ხუთი კომერციული ბანკი მონაწილეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner