logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობაზე: ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კიდევ ერთი მძიმე ხელყოფა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა დაგმონ ეს გადაწყვეტილება
- +

10 ოქტომბერი. 2023. 13:01

 

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ნატო გმობს რუსეთის მისწრაფებას, ააშენოს ფლოტისთვის ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე.

 

სამხარაძის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია, ამიტომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ და დასავლელმა პარტნიორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმონ.

 

„მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან ცალსახად დაგმონ ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ შორის, არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მისი სუვერენიტეტის კიდევ ერთი ძალიან მძიმე ხელყოფა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, ეს გადაწყვეტილება იქნას დაგმობილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner