logo_geo
eng_logo
ბელგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
- +

10 ოქტომბერი. 2023. 13:16

 

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბელგიური მედიის 13 წარმომადგენელს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში პოპულარული ბლოგერები, ინფლუენსერები და ჟურნალისტები საქართველოს შესახებ საერთაშორისო გამოცემებისთვის: „Elle“,  „Ken magazine“, „Marie-Claire“, „So Soir“, „De Standaard“, „Trends Style“, „Knack Weekend“, „Trends Tendance“  სტატიებს მოამზადებენ.

 

ტურის ფარგლებში სოციალურ ქსელებში განთავსდება ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები. საქართველოს შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდურ, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე გავრცელდება. 

 

ბელგიური მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთს. ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს მარნები, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. სხვადასხვა რეგიონში მედიის წარმომადგენლებისთვის პურის ცხობისა  და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასები მოეწყო, ტურის მონაწილეები  გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, კულტურას, არქიტექტურას, დაათვალიერეს ტურისტულად საინტერესო ადგილები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner