„ქართული ოცნების" პროგრამის პრეზენტაცისას, პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებზეც ისაუბრა.
„ჩვენ განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებმაც ურთულესი პერიოდის განმავლობაში შეგვინარჩუნეს განათლებული მომავალი თაობა, უძლებდნენ უკიდურესს გაჭირვებას. ჩვენ უნდა დავაფასოთ ისინი და არ შეიძლება, პედაგოგები მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვყავდეს სხვადასხვა გამოცდების და ტესტირებების მეშვეობით. მომავალი წლიდან ახალი დაფინასებაა გათვალისწინებული. პედაგოგის საშუალო ხელფასი პირველ ეტპაზე 800 ლარამდე გაიზრდება და შემდგომ უკვე ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მოხდება პედაგოგების ხელფასების კორექტირება",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.