logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში
- +

10 ოქტომბერი. 2023. 14:25

 

 

ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, დაახლოებით მილიარდი ლარი ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოიყო.

 

ჩვენი მთავარი ამოცანა, განათლების რეფორმის, არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, ყველა დონეზე. იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება განათლების სფეროში. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტისთვის. ასევე, ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებისთვის, რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით 400 სკოლის კონტრაქტია გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული. ასეთივე მდგომარეობაა ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner