logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა
- +

10 ოქტომბერი. 2023. 14:27

 

 

დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა. 2-3 წლის წინ პირიქით გვქონდა მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას და დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

დღეს მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ კვალიფიციური მუშახელის მიწოდება არ არის, რაც სერიოზული პრობლემაა. 2-3 წლის წინ პირიქით გვქონდა მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას და დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები - ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები - სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე მიმართულება - ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება - ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ სააგენტოში დღეის მდგომარეობით 10 ათასამდე ვაკანსიაა დაფიქსირებული. შარშან ჩავატარეთ საინტერესო კვლევა, ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა ეს კვლევა, და გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა - რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა. გამკვეთა, რომ შარშან, პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 ათასი ვაკანსია შეადგინა. ეს რა თქმა უნდა არის საგანგაშო“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner