logo_geo
eng_logo
არჩილ ჩიქოვანი: ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება
- +

10 ოქტომბერი. 2023. 14:40

 

 

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია იწყება.

 

ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც KfW-ის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ხორციელდება, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საკონსულტაციო განმახორციელებელი კომპანიის „პოში და პარტნიორების“ პროექტის მენეჯერმა ერიხ კაშკამ ხელშეკრულება გააფორმეს.

 

არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით ათეულობით წლის განმავლობაში არსებული პრობლემა მნიშვნელოვნად გადაიჭრება. „პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებას და ქალაქთან სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულად მოწესრიგების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიებზე გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

პროექტი ითვალისწინებს:

  • ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ა და ბ სატუმბი სადგურების გაფართოებას
  • აეროპორტის, ინდუსტრიული და კახაბრის დასახლებების წყალარინების სისტემების მოწყობას
  • ინჯალოს წყლის სამარაგო რეზერვუარის, წყალსადენის და სასმელი წყლის მკვებავი ხაზის მშენებლობას
  • მეჯინისწყლის ჭაბურღილების წარმადობის გაზრდას
  • ჩაქვისწყლის სათავე ნაგებობისა და ჩაქვის გადამცემი მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციას
  • ხელვაჩაურისა და აეროპორტის წყალმომარაგების ქსელის მოწყობას.

 

პროექტის ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს.

 

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, საკონსულტაციო განმახორციელებელი კომპანია „პოში და პარტნიორების“ დამფუძნებელი ფრიც შვაიგერი და საკრებულოს წევრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner