logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის კეზერაშვილის კრიმინალური ფული, მერაბიშვილისა და ადეიშვილის იდეოლოგი
- +

10 ოქტომბერი. 2023. 14:54

 

 

დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ არაფერს ნიშნავს, არც ხაბეიშვილი, არც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური საბჭოს წევრი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

ისინი პირდაპირ ეუბნებიან საკუთარ მოქალაქეებს, ჩვენს საზოგადოებას, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, ზუსტად იგივე მმართველობას გააგრძელებენ, რა მმართველობაც მათ ჰქონდათ ვიდრე იყვნენ ხელისუფლებაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ საქართველოს პოლიტიკაში ცდილობს შემოსვლას კრიმინალური ფული, ფული, რომელიც თავის დროზე საქართველოში არაკეთილსინდისიერი გზებით იშოვა დავით კეზერაშვილმა და ფული, რომელიც მან ასევე იშოვა ევროპელი პენსიონერების თაღლითური მოტყუებით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner