პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ვენეციის კომისიის მოსაზრებებს გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, რომ არცთუ უმნიშვნელო ნაწილებია [ვენეციის კომისიის მოსაზრებაში], რომელთან დაკავშირებითაც პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და თვლიან, რომ არის შესრულებული რეკომენდაციები. საკითხებს, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ჯერ კიდევ კრიტიკული მოსაზრებები, ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩამოყალიბებულად კრიტიკული მოსაზრებები და საუბარია ამ კონტექსტში იმაზე, რომ აუცილებელია გადააზრება ფუნქციებისა, მაგალითად იუსტიციის საბჭოსი. მე არ მგონია, რომ საქართველოში იყოს ჩამოყალიბებული მწიფე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად მოსამართლეთა განთავისუფლებას და დანიშვნას იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა თვითმმართველობის გარდა სხვა ვინმე უნდა ახორციელებდეს. არ მგონია ასევე, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს. ახლა, ვინც ოპოზიციიდან ამაზე ხმამაღლა საუბრობს, დაე, თქვან კონკრეტულად რა არის მაგალითად, რაც შეიძლება შეიცვალოს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრებას აქვეყნებს.