“თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა - ჩვენ გვინდა ქმედითი სასამართლო და არა ჩიხში შემყვანი ფორმულირებები”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„შენიშვნები ჯერჯერობით გუნდში არ განხილულა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი რეფორმაა განხორციელებული, კიდევ ინიცირებულია არაერთი, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რას გულისხმობს ვენეციის კომისია, ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, მაგრამ თუკი ეს იმას გულისხმობს ისევ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს გადაწყვეტილებების მიღების ის მექანიზმი, ფორმულა, როცა ნაწილი 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილიც 2/3- ით და ესენი ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, (ორმაგი 2/3 - ით ხდება გადაწყვეტილების მიღება), მე პირადად ჩემი მხრიდან ვაცხადებ, რომ ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გადაწყვეტილებების ვერ მიღების ფორმულა, თუ ამაზეა საუბარი. მე ჩემ პოზიციას ვამბობ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჩიხში შემყვანი ფორმულა, მაგრამ ამ თემაზე იქნება მსჯელობა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ვენეციის კომისია საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრებას აქვეყნებს.