ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური თბილისისა და ბათუმის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
ალუდა ღუდუშაური ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.
„ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთმანეთში გავცვალეთ ხედვა და აზრები. მათ გავაცანი ის საქმეები, რომელსაც პარლამენტი, როგორ საკანონმდებლო, ისე ზედამხედველობის კუთხით ახორციელებს. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ასეთი ტიპის შეხვედრებს და მათგან მოვისმენთ იდეებს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში, რომ საერთო ჩართულობით, უკეთესი პროგრესი გვქონდეს“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს პარლამენტის შენობა.