„პირველ რიგში, რასაც ვაკეთებთ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად უნდა განსაზღვროს, ვინ უნდა მიხედოს ქვეყანას. ამ არჩევნებით გადაწყდება ეს საკითხი. პარტიას, რომელსაც სახელმწიფოზე ზრუნვა შეუძლია, "ქართული ოცნებაა".- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„უნდა ავირჩიოთ პარტია, რომელიც ხალხის სამსახურშია. ბოლო წლებში, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვერ მოვახერხეთ მოგვეყვანა მთავრობა, რომელიც ქვეყნაზე ზრუნვით იყო დაკავებული. მე დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას ცოდნა უნდა. ისე არ არის, რომ მხოლოდ გული გეწვოდეს ქვეყანაზე. ერთადერთმა პარტიამ აჩვენა, რომ შეუძლია ხალხს ემსახუროს, სახელმწიფო უყვარდეს და სწორი მიმარტულებით წაიყვანოს. ევროკავშირის ელჩი, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო, როცა შევხვდი, დაიწყო მოლოცვით-საოცრად სტაბილური ქვეყანა გახდა საქართველოო! კვირიკაშვილის მიზანი არ არის სავარძლის შენარჩუნება. ის არის პატრიოტი კაცი და ძალიან უყვარს ქვეყანა. აქვს გამოცდილება მართვის. კარგი ფინანსისტი, კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი დიპლომატია. უსუფაშვილს არ აქვს მსგავსი თვისებები, რაც კვირიკაშვილს. ისევ "ქართულ ოცნებაში", კოალიციაში მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, ისევ ჩვენი დახმარებით. კვირიკაშვილმა ყველაფერს თავად მიაღწია! "ქართული ოცნება" არ ასცდა იმ გზას, რაც ერთად დავსახეთ.
სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევდიეთ და ნატოს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ალტერნატივა "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს. სირცხვილია, რომ 200-300 ათასი კაცი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" ელოდება. რა უნდათ? ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა ხდება?", - განაცხადა ივანიშვილმა.