„ჩვენ ევროკავშირში გვყავს გულმხურვალე მხარდამჭერი სახელმწიფო, როგორიც არის უნგრეთი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„უნგრეთი სამართლიანად და დაბეჯითებით მოითხოვს, რომ საქართველოს მიეცეს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ვხედავთ, რომ ევროპის ყველა წამყვანი ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს მხარს დაუჭერს, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ ამის გამოთქმას ბატონი ორბანი ახერხებს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.