„დღეს შანსები გაზრდილია, რომ საქართველო მიიღოს კანდიდატის სტატუსი და უკვე მოველით სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცესში ყველა ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე დგამს ნაბიჯებს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით მოხდა. ახლა ჩვენი ქვეყანა შემდგომი ნაბიჯებისთვის ემზადება და ბუნებრივია, ამ პროცესში ყველა ევროპული სახელმწიფოს, ევროპული ლიდერების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას, რომ უნგრეთის პოლიტიკური ლიდერები საქართველოს ევროინტეგრაციას მტკიცედ უჭერენ მხარს. დღეს შანსები გაზრდილია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და უკვე მოველით სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.