logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცე-სპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება
- +

10 ოქტომბერი. 2023. 17:30

 

 

წლების წინ პარლამენტში უმრავლესობის და ოპოზიციის კვოტით სამ-სამი ვიცე-სპიკერი იყო, შემდეგ მათი რაოდენობა ორ-ორ ვიცე-სპიკერამდე დავიდა, რეგლამენტი პირვანდელ ვარიანტს უბრუნდება“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ქადაგიშვილის თქმით, სამი ვიცე-სპიკერი ოპოზიციას ეყოლება, სამი ვიცე-სპიკერი – უმრავლესობას, ხოლო პირველი ვიცე-სპიკერის დასახელება კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა იქნება.

 

როცა რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდება, სამი ვიცე-სპიკერით იქნება უმრავლესობა წარმოდგენილი, ხოლო სამი ოპოზიციას ეყოლება. ოპოზიციაში მეტი პოლიტიკური ჯგუფებია, ვიდრე აქამდე იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner